ბაჩალიაშვილის მამა: გვიანობამდე დადიან და გვაკვირდებიან

"ორი დღეა სახლთან დარბის შკოდის მარკის მანქანა, კორპუსის გარშემო, იღებს სურათებს, მეზობლებს, მე პირადად. გვიანობამდე დადიან და გვაკვირდებიან," - ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის მამა ჯუმებრ ბაჩალიაშვილი აცხადებს.

ცნობისთვის, 23 წლის, გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ინფორმაციით, ისინი ადვოკატთან ერთად, ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში ახალ ვიდეომასალებს წარადგენენ.

ბაჩალიაშვილის ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს.

ისინი საქმის გამოძიებას პროკურატურისგან ითხოვენ.