ბაღდათში მომხდარ ავარიას 4 ადამიანი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბაღდათში. გავრცელებული ინფორმაციით მას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც. 

ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბეტონის ბორდიურს შეეჯახა. 

Report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, რომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.