გრიპის ვირუსის მქონე ბავშვებს ბაღებში არ დაუშვებენ

თბილისის საბავშვო ბაღებმა მუშაობა განაახლეს.

დღეიდან, გრიპის ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, თბილისის საბავშვო ბაღებში საინფორმაციო კამპანია დაიწყება, რომელიც ერთ კვირას გაგრძელდება,- ამის შესახებ report.ge-ს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, კამპანიის ფარგლებში, მშობლებისთვის საინფორმაციო ბუკლეტები დარიგდება, რომლებზეც გრიპის გავრცელების გზებისა და მისი პრევენციის შესახებ ინფორმაცია იქნება დატანილი. 

გარდა ამისა, ბაღებში იმუშავებენ ჯანდაცვის კოორდინატორებიც, რომლებიც გრიპთან დაკავშირებით მშობლებს დამატებით ინფორმაციას მიაწვდიან.

ბავშვები, ვისაც ვირუსის სიმპტომები გამოუვლინდებათ, ბაღებში არ დაიშვებიან.