ბახმაროში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

კურორტ ბახმაროზე საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძარი წუხელ გაჩნდა. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო შემთხვევის ადგილამდე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფმა ვერ მიაღწია. 

სახლი გიორგი კეჭაყმაძეს ეკუთვნოდა, რომელიც კურორტზე ტურისტულ საქმიანობას ეწეოდა.