ბარათაშვილის ხიდზე მანქანა ამოტრიალდა

ავარია თბილისში - ბარათაშვილის ხიდზე მსუბუქი ავტომანქანა ბორდიულს შეეჯახა და ამოტრიალდა. ინციდენტის დროს მსუბუქად დაშავდა ავტომანქანის მძღოლი. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge-ს განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.