გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილს თავს დაესხნენ

„ევროპული საქართველოს“ ლიდერებს გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილს თავს დაესხნენ. როგორც report.ge-ს პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტი თბილისის აეროპორტში მოხდა.

მათივე ცნობით, უგულავასა და გაბაშვილს თავს ორი უცნობი პირი დაესხა.

ამ დროისთვის „ევროპული საქართველოს“ ლიდერები გამოკითხვაზე იმყოფებიან.