ბათუმში ავტომობილი ახალგაზრდა კაცს დაეჯახა

ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 

ახალგაზრდა კაცს მანქანა დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.