ბათუმში კორონავირუსს 28 წლის ქალი ემსხვერპლა

საქართველოში კორონავირუსს კიდევ ერთი ახალგაზრდა ემსხვერპლა. 28 წლის ქალი ვირუსით ბათუმში გარდაიცვალა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ადასტურებს.

პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალმა სამედიცინო დაწესებულებას დაგვიანებით მიმართა.

ამ დროისათვის მომხდათან დაკავშირებით დამატებითი დეტალები უცნობია.