ბათუმის ბულვარში ხანძარი გაჩნდა

ბათუმის ბულვარში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ერთ-ერთ კვების ობიექტს გაუჩნდა, რა დროსაც იქ სტუმრები იმყოფებოდნენ. ისინი ადგილიდან გაიყვანეს. 

სახანძრო-სამაშველო ჯგუფმა ხანძრის ლოკალიზება და ლიკვიდაცია მალევე შეძლო. 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.