ბათუმის ბულვარში სავაჭრო ჯიხური გაქურდეს

ბათუმის ბულვარში სავაჭრო ჯიხური გაქურდეს. წვრილმანმა ხულიგანმა ჯიხურის ფანჯარა დააზიანა და ჯიხურში ისე შეაღწია. გავრცელებული ინფორმაციით მან მცირეოდენი თანხა და სიგარეტი წაიღო. 

შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს გამოძიება.

შსს-მ ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.