ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში 4 პაციენტის კვლევის პასუხი მიიღეს

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსებულ ოთხ მოქალაქეს, ლაბორატორიული კვლევის შედეგად კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, მოქალაქეები საკარანტინო სივრცეში მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ დარჩებიან. აღნიშნული პირები, დღეს საკარანტინო სივრციდან ტემპერატურის მატების ფონზე კლინიკაში შეიყვანეს.

ცნობისთვის, აჭარაში კორონავირუსის 7 შემთხვევაა დადასტურებული. მეშვიდე შემთხვევა დღეს დაფიქსირდა. 30 წლამდე მამაკაცს ევროპაში მოგზაურობის ისტორია აქვს.

აჭარაში , საკარანტინო სივრცეში 2000-მდე პირია მოთავსებული.