ბათუმის იუსტიციის სახლი ფუნქციონირებას ხვალიდან დროებით შეწყვეტს

ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, 8 სექტემბრიდან დაგეგმილია ბათუმის იუსტიციის სახლის შენობის სრული დეზინფექცია, -  ინფორმაციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, შენობის სრული დეზინფექციის მიზანი, COVID-19-ის გავრცელების პრევენცია და მოქალაქეებისათვის სერვისების უსაფრთხო მიწოდებაა.

მოხდება როგორც მომსახურების სივრცეების, „ჯასთ კაფესა“ და შეხვედრების ოთახების დეზინფექცია, ისე შენობის 17-ვე სართულზე განთავსებული სხვადასხვა უწყების სამუშაო ფართების დამუშავება.