ბათუმის კლინიკაში 20 პაციენტის ტესტის პასუხი მიიღეს

ბათუმის კლინიკებში კორონავირუსზე ჩატარებული 20 პაციენტის ტესტი უარყოფითია. არც ერთ მათგანს ვირუსი არ დაუდასტურდა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, დღეს კიდევ 27 ტესტია აღებული, რომელთა ანალიზის პასუხი ხვალ დილამდე გახდება ცნობილი.