ბათუმის კლინიკაში მოთავსებული 32 პაციენტის ანალიზის პასუხი ცნობილია

ბათუმის ცხელების ცენტრში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ 32 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს დღევანდელი მონაცემებით, რეგიონში კორონავირუსზე PCR ტესტი 13 500-მდე პირს ჩაუტარდა.

30 აპრილის შემდეგ აჭარაში ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.