ბათუმის კოვიდსასტუმროში 55 წლის ქალი გარდაიცვალა

ბათუმის ერთ-ერთ კოვიდსასტუმროში 55 წლის ქალი გარდაიცვალა. 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ პაციენტს კორონავირუსი 23 აპრილს დაუდასტურდა და უსიმპტომოდ მიმდინარეობდა. 

"24 აპრილს მოთავსდა ერთ-ერთ კოვიდ სასტუმროში. 26 აპრილს ჩაუტარდა პროტოკოლით გათვალისწინებული კვლევები. პაციენტის ბოლო 3 დღე იყო უსიმპტომო. შესაბამისად, გუშინ, 21.30 საათზე სასტუმროში ბოლო სამედიცინო შემოვლისას პაციენტი იყო სტაბილურად, სიმპტომების გარეშე. დღეს, 12:00 საათზე დაფიქსირდა გარდაცვალების ფაქტი. შესაბამისი უწყებების მიერ მოხდება ფაქტის შესწავლა და გარდაცვალების მიზეზის დადგენა",- აცხადებენ სამინისტროში.