ბათუმის ტრაგედიის დროს გადარჩენილი ზვიად თავდგირიძე საავადმყოფოდან გაეწერა

ბათუმის ტრაგედიის დროს გადარჩენილი ერთადერთი ადამიანი, ზვიად თავდგირიძე საავადმყოფოდან გაეწერა. კლინიკიდან გასვლის მომენტში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო. ექიმები მას ბინაზე მკურნალობას და რეაბილიტაციის გავლას ურჩევენ.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 7 სართულიანი კორპუსი 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ტრაგედიამ 9 ადამიანის, მათ შორის 3 ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა.