ბათუმის ცხელების ცენტრში 35 პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს

ბათუმის ცხელების ცენტრში 35 მოქალაქის პასუხი მიიღეს. არც ერთ მათგან კორონავირუსი არ დაუდასტურდა. 

დღეს საღამოს გახდება ცნობილი იმ 74 მებაჟის კვლევის პასუხიც, რომელთაც ანალიზები მიზნობრივი კვლევის ფარგლებში დილით აუღეს.