ბათუმსა და ქუთაისში 8 მარტს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალებს უფასოდ მოემსახურება

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ხვალ, 8 მარტს ბათუმსა და ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალებს უფასოდ მოემსახურება. 

თელავში გადაადგილება ყველა მგზავრისთვის უფასოა. აქ ტრანსპორტი სატესტო რეჟიმში მუშაობს. 

ქალთა საერთაშორისო დღედ 8 მარტი მეოცე საუკუნის პირველი ნახევრიდან აღინიშნება. დღე 1975 წელს გაერომაც აღიარა.