ბათუმში 14 ადამიანი მოიწამლა - მათ შორის არასრულწლოვნებიც არიან

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში 14 პაციენტს მკურნალობენ. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი სასმელი წყლით მოიწამლნენ. 

ბათუმის საავადმყოფოს მორიგე ექიმმა Report.ge-ის მოწამვლის ფაქტი დაუდასტურა, თუმცა ინფიცირების  წყაროზე ინფორმაცია არ აქვს. მისი თქმით ყველა პაციენტების მდგომარეობა სტაბიულურია. მოწამლულებს შორის არიან არასრულწლოვნებიც. პაციენტებს აღენიშნებათ ღებინება და დიარეა.