ბათუმში 25 წლის ახალგაზრდა მე-12 სართულიდან გადმოვარდა

ბათუმში 25 წლის ახალგაზრდა მე-12 სართულიდან გადმოვარდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს ის ადგილზე მისვლისას გარდაცვლილი დახვდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge-ს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.