ბათუმში 96 წლის ქალმა კორონავირუსი დაამარცხა

ბათუმში, 96 წლის ქალმა კორონავირუსი დაამარცხა. ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკა ,,ბაუ" ავრცელებს. 

,,გაიცანით 96 წლის ბებო - მუნთეა გობაძე აჭარიდან, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა. მუნთეა ბებო ბაუს საერთაშორისო ჰოსპიტალის კოვიდცენტრში 2 კვირის განმავლობაში მკურნალობდა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოში კორონავირუსისგან 28 633 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფიცირებულთა რაოდენობა 44 522-ს შეადგენს. გარდაცვლილია 362 ადამიანი.