ბათუმში ავტოავარია მოხდა

ბათუმში, ურეხის დასახლებაში ავტოავარია მოხდა. ჯიპის ტიპის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და განათების ბოძს დაეჯახა. დაშავებულია 2 ადამიანი. 

ფაქტზე გამოძიება დაიწყო.