ბათუმში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

ბათუმში ავტომობილს ცეხლი გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო ჯგუფი. ცეცხლის ლიკვიდაცია მალევე მოხერხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში Report.ge-ს განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს.