ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილები ერთმანეთს ავტობუსის ზოლში შეეჯახნენ.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

როგორც Report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, საქმეზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო. 

ცნობისთვის, ბათუმში, 15 დეკემბერს რამდენიმე ქუჩაზე, მათ შორის, გორგილაძის ქუჩაზეც მოძრაობის წესები შეიცვალა.