ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ბათუმში აეროპორტის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. მასთან ერთად მყოფი კიდევ ერთი პირი კლინიკა "ბაუშია" გადაყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით მსუბუქი ავტომობილი შუქნიშანთან მდგომ ტრაილერს დაეჯახა.

შემთხვევის ადგილას გამოძახებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.