ბათუმში, COVID-19-ზე 96 პირის ანალიზის პასუხი მიიღეს

ბათუმში ლუგარის ლაბორატორიიდან,  92 პირის კვლევის პასუხი მიიღეს. არცერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

მათ შორის იყვნენ ქობულეთის კლასტერიდან, კარანტინიდან და თვითდინებით, ცხელების ცენტრებში შესული მოქალაქეები.

კლინიკა "მედალფა" დღეს სამმა გამოჯანმრთელებულმა პირმა დატოვა.

ამ დროისთის აჭარაში მკურნალობას 38 ინფიცირებული პაციენტი აგრძელებს.