ბათუმში, ერთ-ერთ კორპუსში ევაკუაცია მიმდინარეობს

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მედებარე ერთ-ერთი 5-სართულიანი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. 

ადგილობრივების თქმით, პირველ სართულზე დაზიანებულია საყრდენი კედლები.  კორპუსის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ფაქტის დაფიქსირების შემდეგ შესაბამის სამსახურებს რამდენიმე დღის წინ მიმართეს. 

ჩატარდა ექსპერტიზა, რომლის პასუხი 15-20 დღეში იქნება ცნობილი.

ექსპერტიზის დასკვნამდე ბათუმის მერიამ ჯავახიშვილის 47-ში მცხოვრებლებს ბინები დააცლევინა და დროებით საცხოვრებლებში გადაჰყავს.