ბათუმში ერთმა მუშამ ფეხი დაკარგა, მეორე მძიმედ დაზიანდა

მიწისქვეშა სამუშაოების ჩატარების დროს, ბათუმში ორი მუშა დაშავდა. მათგან ერთმა ფეხი დაკარგა, მეორემ კი კიდურების მძიმე დაზიანება მიიღო. დაშავებულები ბათუმის რეფერალურ და საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში არიან გადაყვანილნი.

როგორც report.ge-ს ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრში აცხადებენ, შემთხვევა აბუსერიძის 23-ში მოხდა. სამუშაოების ჩატარების დროს მუშებს ფეხებზე რკინის კონსტრუქცია დაეცათ.