ბათუმში კორონავირუსით 41 წლის ქალი გარდაიცვალა

ბათუმში კორონავირუსით 41 წლის ქალი კოვიდსასტუმროში გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

,,პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა 10 ოქტომბერს, იმავე დღეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიერ გადაყვანილი იქნა კოვიდ სასტუმროში.

დაავადება მიმდინარეობდა უსიმპტომოდ. პაციენტი იმყოფებოდა სამედიცინო პერსონალის მხრიდან მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.

გარდაცვალების სავარაუდო მიზეზია თრომბოემბოლია", - აღნიშნულია ინფორმაციაში.