ბათუმში, გარდაცვლილი კაცი მანქანაში იპოვეს

ბათუმში, შუახნის კაცი, ტაქსში გარდაცვლილი იპოვეს. უგონო მდგომარეობაში მყოფი კაცი გამვლელმა იპოვა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ის მანქანაში შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. 

როგორც Report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.