ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის დროს ერთმანეთს მოპედი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავდა მოპედის მძღოლი. 

შემთხვევა გორგილაძის ქუჩაზე მოხდა. ადგილზე გამოძახებული იყო პატრული და სასწრაფო დახმარების ჯგუფი.