ბათუმში ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დამესხნენ - ბერლინელი მუსიკოსი DJ Phase Fatale

ბერლინელი მუსიკოსი, DJ Phase Fatale Instagram-ზე წერს, რომ ბათუმში ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დაესხნენ.

მუსიკოსის თქმით, მასზე თავდასხმაში იმ კლუბის დაცვის წევრი მონაწილეობდა, სადაც მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში უნდა დაეკრა.

მუსიკოსი ბათუმში მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში იმყოფება.