ბათუმში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთო - PHOTO

ბათუმის ბულვარში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთო. ცერემონიალი პანდემიის გამო ხალხმრავლობის გარეშე გაიმართა. 

ნაძვის ხე ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა რევაზ ლაღიძის სახელობის გოგონათა გუნდის მუსიკალური გაფორმების თანხლებით აანთო.

უკვე მეორე წელია, ბათუმის მთავარი ნაძვის ხე ქალაქის ბულვარში იდგმება. აღსანიშნავია, რომ წელს ზღვისპირა ქალაქის ნაძვის ხე არ შეცვლილა და იგივე ნაძვის ხე დაიდგა, რაც შარშან.