ბათუმში ხანძარს შშმ პირი ემსხვერპლა

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. როგორც ცნობილია, ის შშმ პირი იყო. 

კორპუსიდან ხუთი მაცხოვრებელი ოჯახის ევაკუაცია მოხდა. მაშველებმა უვნებლად გამოიყვანეს სამი მოქალაქე.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე 5 სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.