ბათუმში ხიდი ჩაინგრა

ბათუმში, ე.წ. გოროდოკის დასახლებაში, სვიშევსკის ქუჩაზე ხიდი ჩაინგრა. მასზე სატვირთო მანქანა გადაადგილდებოდა. 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ავტომანქანა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფმა მალევე ამოიყვანა. 

ხიდი, რომელზეც ავტომობილი გადაადგილდებოდა, ადგილობრივების თქმით, დიდი ხნის ამორტიზებული იყო. 

შემთხვევაზე ადმინისტრაციული საქმისწარმოებაა დაწყებული. 

ფოტო: ბათუმელები