ბათუმში, ხოფას ბაზრობაზე ხანძარია

ბათუმში, ხოფას ბაზრობაზე  ტანსაცმლის მაღაზიას ცეცხლი გაუჩნდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში report.ge-ს განუცხადეს არსებობდა ცეცხლის სხვა მაღაზიებზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე- მაშველებმა დროულად მოახერხეს ხანძრის ლოკალიზება და შესაბამისად ცეცხლი სხვა მაღაზიებზე არ გადასულა. 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მეხანძრე-მაშველების ექვსი ეკიპაჟი მუშაობს, ამ დროისთვის მიმდინარეობს ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები.