ბათუმში კორონავირუსი დედას და მის 10 წლის შვილს დაუდასტურდა

ბათუმში კორონავირუსი ერთი ოჯახის წევრებს დაუდასტურდათ. ინფიცირებულია დედა და მისი 10 წლის შვილი. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის განცხადებით ინფიცირებულები კარანტინში იმყოფებოდნენ. ორივე შემთხვევა იმპორტირებულია. დედა-შვილი 4 აპრილს საქართველოში თურქეთიდან შემოვიდა. დღეს მათ ტემპერატურის მატება დაუფიქსირდათ, რის გამოც მოხდა მათი გამოკვლევა.

შეგახსენებთ, რომ დღის მეორე ნახევარში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა.