ბათუმში კორონავირუსზე 250 მედიკოსი გამოიკვლიეს

ბათუმში კორონავირუსზე 250 მედიკოსი გამოიკვლიეს.

როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, ყველა ანალიზის პასუხი იყო უარყოფითი.

ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, გამოკვლეულთა შორის იყვნენ როგორც ცალკეული კლინიკების, ასევე სასწრაფო დახმარების მედიკოსები.

სამინისტროში აცხადებენ, რომ მედიკოსებისა და სხვა რისკ-ჯგუფების გამოკვლევის პროცესი გაგრძელდება. ექიმების შემდეგ მასობრივად გამოიკვლევენ საკარანტინო ზონების თანამშრომლებს.