ბათუმში კორონავირუსზე 40 პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს

ბათუმში კორონავირუსზე კიდევ 40 პაციენტი გამოიკვლიეს. 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დილით ცხელების ცენტრებში გადაყვანილი 40 პაციენტისგან აღებული ანალიზების პასუხი უარყოფითია. 

გარდა ამისა, ბათუმში დღეს კიდევ 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა. მათთვის ჩატარებული განმეორებითი ტესტის პასუხები უარყოფითია.