ბათუმში, ქუჩაში მიტოვებული ძაღლი პატრონს ელოდება

სოციალურ ქსელში ძაღლის ფოტო გავრცელდა, რომელიც ქუჩაში, ღამის საათებში, ბოძზეა მიბმული. ძაღლის ფოტოზე წერია, რომ ბონის დასახლებაში ის მანქანით მოიყვანეს და მიატოვეს.

მოქალაქეებმა ძაღლი აუშვეს, თუმცა ის ადგილს არ ტოვებს და პატრონს ელოდება... სოციალურ ქსელში ფოტოს ავრცელებენ მოქალაქეები და იმედოვნებენ, რომ მას ძაღლის მეპატრონეც ნახავს.