ბათუმში, ლიფტის შახტში 9 წლის ბავშვი ჩავარდა

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის შახტში ბავშვი ჩავარდა. 9 წლის მოზარდი მძიმე დაზიანებებით ბათუმის იაშვილის სახელობის კლინიკაში მოათავსეს. 

ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 124 მუხლით აღიძრა, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.