ბათუმში მაღაზიიდან სოსისი და ყავა მოიპარეს

ბათუმში სასურსათო მაღაზია გაქურდეს. გავრცელებული ინფორმაციით მაღაზიიდან წაღებულია ფული, სოსისი, ალკოჰოლი და რამდენიმე ყავა.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. ამოღებულია ვიდეოკამერების ჩანაწერები. ფაქტზე ორი არასრულწლოვანია მხილებული.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge-ს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.