ბათუმში, მამაკაცი საკარანტონო სასტუმროდან გადახტომით იმუქრებოდა - PHOTO

ბათუმში, ახალ ბულვარში ერთ-ერთ საკარანტინო სასტუმროში მამაკაცი მეოთხე სართულიდან გადახტომით იმუქრებოდა. 

როგორც report.ge-ს თვითმხილველმა განუცხადა, ის თბილისში, თვითიზოლაციაში გადასვლას ითხოვს, გარდა ამისა, უკმაყოფილოა კვებით და არ ენდობა ჯანდაცვის სისტემას. 

მოქალაქეებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. ადგილზე მედიკოსები, მაშველები და სამართალდამცველები იმყოფებიან. მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ტექნიკაც.

report.ge მომხდარის შესახებ ინფორმაციას შსს-სთან არკვევს.