ბათუმში მაშველები მესამე დღეა დაკარგულ კაცს ეძებენ

ბათუმში მაშველები მესამე დღეა დაკარგულ მამაკაცს ეძებენ. ახალგაზრდა კაცი 6 იანვარს გაუჩინარდა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა მისი სავარაუდო გადაადგილების ტრაექტორია დაადგინეს.

სამაშველო ოპერაციაში მყვინთავები და სამაშველო კატარღები არიან ჩართული.