ბათუმში მოზარდებს მანქანა დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში - 14 და 15 წლის მოზარდებს, რომლებიც გზაზე გადადიოდნენ მანქანა დაეჯახა. გოგონები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკაში გადაიყვანეს. არასრულწლოვნების მდგომარეობა სტაბილურია. პაციენტებს მრავლობითი დაზიანება, მოტეხილობები და თავის ტრავმები აღენიშნებათ, ამჟამად ინტენსიური დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

როგორც report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მართვის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.