ბათუმში მშენებარე კორპუსიდან მამაკაცი გადმოვარდა

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე კორპუსიდან მამაკაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მამაკაცი სარეკლამო ბილბორდს ამონტაჟებდა, რა დროსაც თავი ვერ შეიმაგრა და გადმოვარდა. 

კორპუსზე მიმდინარე სამუშაოებზე უსაფრთხოების ზომები დაცული არ იყო.