ბათუმში მსუბუქი ავტომობილი ამოყირავდა

ბათუმში, აბუსერიძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

სტადიონთან ახლოს, მსუბუქი ავტომობილი ამოყირავდა. 

თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილში ერთი მამაკაცი იმყოფებოდა, რომელიც მანქანიდან გადმოიყვანეს.

Report.ge დამატებით დეტალებს არკვევს.