ბათუმში, ნანგრევებიდან ამოყვანილი კაცის მდგომარეობა გაუმჯობესდა

ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანილი კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა. პაციენტი მარვითი სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს.

მედცენტრის ექიმები 37 წლის ზვიად თავდგირიძის მდგომარეობას ისევ მძიმედ აფასებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ დინამიკა დადებითია. 

პაციენტი უკვე დამოუკიდებლად სუნთქავს, თუმცა კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, რადგან მას ექიმების ინტენსიური მეთვალყურეობა სჭირდება.