ბათუმში ნანგრევებიდან ბოლო ცხედარიც ამოიყვანეს

კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს. ის იყო ბოლო ადამიანი, ვის ცხედარსაც ამ დრომდე სამაშველო ჯგუფები საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში ეძებდნენ. 

ნგრევას ჯამში 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

შეგახსენებთ, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა.

ღამითმეხანძრე-მაშველებმა ნანგრევებიდან ხუთი გარდაცვლილი და ორი დაშავებული ამოიყვანეს. ერთი მათგანი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

შსს-მ ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე 3 ადამიანი დააკავა.