ბათუმში ნანგრევებიდან კიდევ 2 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს

ბათუმში სამაშველო ოპერაცია გრძელდება. კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ 2 ცხედარი ამოიყვანეს.

ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 8 ადამიანი.  ნანგრევებში ამ დროისთვის კიდევ ერთ ადამიანს ეძებენ.

მან მაშველებსა და ადგილზე მომუშავე ტექნიკის ოპერატორებს მადლობა გადაუხადა.

შეგახსენებთ, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა.

ღამით მეხანძრე-მაშველებმა ნანგრევებიდან ხუთი გარდაცვლილი და ორი დაშავებული ამოიყვანეს. ერთი მათგანი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

შსს-მ ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე 3 ადამიანი დააკავა.